პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსის დაჭრის საქმეზე საგანგებო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
17:10:25     11-12-2018
რესტორან „წისქვილში“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, ემზარ ზურაბიშვილი, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი, ზვიად მიხანაშვილი და ორი პირი დაჭრეს. შსს-ს განცხადებით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს.