
თბილისში პირმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი დააკავეს
14:11:54     11-12-2018
თბილისში, წერეთლის გამზირზე მანქანა მაშინ მოიპარეს, როდესაც მისი მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა მანქანიდან.
როგორც გაირკვა, ის გატაცებული ავტომობილით ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია. ავტოავარიაში არავინ დაშავებულა.
შსს-ის ინფორმაციით, გამტაცებელი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.