როგორ შევინარჩუნოთ წონა დღესასწეულებზე- რა რეკომენდაცია გვაძლევენ ექიმები?
13:11:00     11-12-2018
CNN: შეინარჩუნეთ წონა დღესაწაულებზე
სადღესასწაულო პერიოდი ახლოვდება, რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება, დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, იმატებს წონაში მატების რისკი, რომელიც ბევრისთვის დიდი და რთული გამოწვევაა.
როგორ უნდა შევინარჩუნოთ წონა დღესასწაულებზე?
ამასთან დაკავშირებით, ექიმები სხვადასხვა სახის რჩევებს გვაძლევენ.
არსებობს მეგობრული და ნაკლებ კალორიული ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც დღესასწაულებზე შეგიძლიათ მიირთვათ, ამისათვის აუცილებელია მათი შეძენისას კარგად დააკვირდეთ მის შემადგენლობას.
ზოგადად, კოქტეილებისა და ალკოჰოლური სასმელების უმეტესობა შეიცავს კალორიებს, სწორედ ამიტომ აუცილებელია ამის კონტროლი.
ექიმები ასევე გვირჩევენ, რომ ცომეულის მიღება მინიმალურად მაინც შევზღუდოთ, თუ განსაკუთრებით გიყვართ ტკბილეული, უმჯებესია თქვენი ორგანიზმის მრავალფეროვნებისთვის შეცვალოთ ის კონკრეტული სახეობა, რომელზეც დამოკიდებული ხართ.
დღესასწაულებზე ადამინათა უმრავლესობა ძილის ნაკლებობას განიცდის, რადგან მათ სურთ ეს დრო მაქსიმალურად კარგად გაატარონ და არ ერიდებიან ღამეების თენებას, თუმცა, წონის რეგულიებისთვის ერთ-ერთი მნისნვნელოვანი ფაქტორი სწორედ ძილია. ამიტომ, ეცადეთ რეჟიმი არ დაარღვიოთ და სწორ კვებასთან ერთან ძილის რეჟიმიც მოიწესრიგოთ.
ასევე, თუ წინა დღეს მიიღეთ დიდი რაოდენობის საკვები, აუცილებელია მეორე დღე ვარჯოიშს დაუთოთ, რათა თქვენი სხეულის წონა გაკონტროლდეს.