პუდინგი ქიშმიშით ინგლისურად

  10:55:56     27-06-2011

მასალა:

280 გრამი ძროხის ღვიძლის ცხიმი

280 გრამი გახეხილი ორცხობილა

140 გრამი ფქვილი

220 გრამი ქიშმიში

280 გრამი რომელიმე სხვა სახის ქიშმიში

140 გრამი გასუფთავებული და დაჭრილი ვაშლი

4 ცალი კვერცხი

140 გრამი წვრილად დაჭრილი ცუკატები

30 გრამი დაჭრილი ნუში

½ ლიმონის ცედრა და წვენი

½ ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი

90 გრამი შაქარი

¼ ჩაის კოვზი მარილი

1 არყის ჭიქა რომი

½ არყის ჭიქა კონიაკი

1 ჭიქა მაგარი ლუდი „პორტერი“

ორივე სახის ქიშმიში ავურიოთ და დავასხათ რომი და კონიაკი დასარბილებლად. ფქვილი გავცრათ და მასში შემდეგი პროდუქტები დავამატოთ: ორცხობილა, წვრილად დაჭრილი ღვიძლის ცხიმი, მარილი, შაქარი, ცედრა, მუსკატის კაკალი, ცუკატები, ვაშლი, დარბილებული ქიშმიში. კვერცხი ავთქვიფოთ დავამატოთ ლუდი და ლიმონის წვენი და ყველაფერი ისევ ავთქვიფოთ. მიღებული სითხე ფრთხილად, პატარ-პატარა პორციებით ჩავასხათ ცომში და ძალიან კარგად ავურიოთ. ცომი მოვათავსოთ ერთ ან რამდენიმე ცხიმწასმულ ფორმაში (ყველა ფორმაში დავტოვოთ 3 სმ თავისუფალი სივრცე კიდემდე, რადგან ცომი აიწევა). ფორმებს ზემოდან დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და შევახვიოთ სუფთა პირსახოცში. პუდინგი მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში, ზემოდან სიმძიმე დავადოთ, დავახუროთ თავსახური და ვადუღოთ 6 საათის განმავლობაში ერთ ტემპერატურაზე და წყლის ერთი და იმავე დონეზე (აორთქლებისას ჭურჭელში უნდა ჩავამატოთ წყალი).

მშრალ და ცივ ადგილას პუდინგი შეგვიძლია რამოდენიმე თვის განმავლობაში შევინახოთ. სუფრაზე მიტანამდე პუდინგი 3 საათით ორთქლზე, მდუღარე წყლიანი ქვაბის თავზე მოვათავსოთ. თუ თქვენ სურთ რომ პუდინგი სუფრაზე ტრადიციის მკაცრი წესების დაცვით მიიტანოთ, მაშინ პუდინგზე დაალაგეთ რამოდენიმე ცალი რომგამჯდარი შაქრის კუბიკი და ცეცხლი წაუკიდეთ. ასევე პუდინგთან ერთად შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ კონიაკის ან ღვინის სოუსი.