ირანი ოპერატიულ–ტაქტიკურ სწავლებებს იწყებს
10:54:18     27-06-2011
ირანის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, დღევანდელი დღიდან, ეროვნული არმიისა და ისლამური რევოლუციის გუშაგების დღესთან დაკავშირებით, ოპერატიულ–ტაქტიკური სამხედრო სწავლებები დაიწყება. სწავლებაში მონაწილეობას სარაკეტო ძალები, „დიდი წინასწარმეტყველი–6“–იც მიიღებს.
როგორც ირანის არმიის მეთაურობა აცხადებს, წრთვნის დროს, გამოცდაში მონაწილეობას მიიღებს „ჰალიჯ–ფარსის“, „სეჯილის“, „ფათეხის“, „შიხაბ–1“–ის და „შიხაბ“–2“–ს ტიპის ახლო, საშუალო და შორი მოქმედების რაკეტები. სამხედრო ექსპერტები ასევე ელოდებიან, რომ სწავლებებში ახალ ირანულ რაკეტას, „მიწა–მიწა“ კლასის „კიამ–1“–ს გამოსცდიან.
თეირანი სამხედრო სწავლებებს ყოველწლიურად ატარებს. ეს სწავლებები, ძირითადად, რაკეტების გამოცდასთან არის დაკავშირებული.