აზერბაიჯანში სამხედრო აღლუმი გაიმართა

  10:52:39     27-06-2011

აზერბაიჯანში, შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმი ქვეყნის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა, ილჰამ ალიევმა ჩაიბარა. ღონისძიებას ასევე სხვა ოფიციალური პირები, სტუმრები და დოლპმატიური კორპუსი ესწრებოდნენ.

აღლუმში მონაწილეობა პირადი შემადგენლობის ექვსი ათასმა წევრმა მიიღო. ასევე ნაჩვენები იქნა 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, 60 აზერბაიჯანში წარმოებული.

აღსანიშნავია, რომ აღლუმის მონაწილეებს, ზღვიდან აზერბაიჯანის სამხედრო–საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები და სანაპირო დაცვის გემი უჭერდნენ მხარს. აზებაიჯანის დედაქალაქში, ეს, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური აღლუმი იყო.