თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი თიბისის პროექტში - „ქართულად“ – 50 000 ინგლისურ-ქართული წინადადებით იღებს მონაწილეობას.

  15:31:00     04-12-2018

ოთხშაბათს, 5 დეკემბერს, 11 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი პროექტს - „ქართულად“ 50 000 წინადადებიან ინგლისურ-ქართულ პარალელურ თარგმანს გადასცემს. ამავე შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან პროექტს და მიიღებენ პასუხებს კითხვებზე ქართული ხელოვნური ინტელექტის შესახებ.

 

მისამართი: ჭავჭავაძის #1, თსუ  კორპუსი, აუდიტორია 107