
ანრი ბიბინეიშვილი თაკო ჩარკვიანს: არასდროს მინახავს არსად, თქვენნაირი უმადური, გაიძვერა, ყალბი, უნიჭო, პროვინციელი და მართლა მთელი არსებით ფულის მონა
12:36:00     02-12-2018
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს სოციალურ ქსელში ასე მიმართავს:
"ქ/ბ პუბლიცისტკა! თქვენ, კი გინახავთ ჩემზე უკეთესი არტისტები სცენაზე, რაზეც მეც გულწრფელად გეთანხმებით და მეტიც, პირადად მაქვს ჩემზე კარგ არტისტებთან შეხება სცენასა თუ ცხოვრებაში, მაგრამ აი მე, არასდროს მინახავს არსად, თქვენნაირი უმადური, გაიძვერა, ყალბი, უნიჭო, პროვინციელი და მართლა მთელი არსებით ფულის მონა!!!
P.S. არ დაიწყოთ ახლა ქალია და ა. შ.
თან ისეთებმა სალომე ზურაბიშვილს რომ აგინებდით დედას დღე და ღამე. ან კიდევ ისეთებმა, მისი მისამართით ნათქვამი "ჩათლაშკა" რომ გააპრავეთ!!!
და კიდევ: თუ გაინტერესებთ მოღალატის ყველანაირი ახსნა და მისი არსი, ამაზე დიდი ნიმუში, არსად მოიძიება როგორიც ქ/ბ პუბლიცისტკაა!
„ვინაა ბიძინას მონა? თქვენ ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა, ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5 000-ს..“ - წერს მსახიობი.
ბიბინეიშვილი
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი
მომხმარებელი ირწმუნება, რომ ივანიშვილმა ჩარკვიანის ძმას 5 ოპერაცია
დაუფინანსა ისრაელში, ხოლო მამა - ჯანსუღ ჩარკვიანი მისგან ყოველ თვე 5000
დოლარს იღებდა და მისი დასაფლავების ხარჯებიც გაიღო. მომხმარებელი
აცხადებს, რომ თაკო ჩარკვიანი ივანიშვილს იმის მერე გადაეკიდა, რაც
ივანიშვილმა მას გარკვეულ თხოვნებზე უარი უთხრა.