თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსია
17:49:22     01-12-2018
თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია.
ამ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
თავდასხმის ამსახველი ვიდეომასლიდან შესაძლებელია თავდმსხმელებიდან ერთ-ერთის იდენტიფიცირება და ის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია.
შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ღია მხარდამჭერია, რამდენიმე პირი თავს იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან, ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა. თაკო ჩარკვიანი თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან დაჯგუფების წევრები მათ შეურაცხყოფას სწორედ პოლიტიკური სიმპათიის გამო აყენებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა.