ლიბიაში ომს აშშ კიდევ ერთი წელი გააგრძელებს

  12:39:26     25-06-2011

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, იმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ლიბიაში სამხედრო ოპერაციის წარმოების ნებას, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში აძლევს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 295-მა ადამიანმა მისცა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სიმბოლური პროტესტია, რადგან სამშაბათს ქვეყნის სენატმა რეზოლუცია უკვე მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ლიბიაში ობამას ძალის გამოყენების ნებართვა მიეცა. რეზოლუცია თეთრს სახლს საშუალებას აძლევს, აშშ-ის შეიაარღებულ ძალებს, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის, ნატოს მისიის ფარგლებში, სრული საომარი კარტ-ბლანში მისცეს. დოკუმენტში ისიც არის ნათქვამი, რომ ამერიკულ ძალებს უფლება ეძლევათ სახმელეთო ოპერაციაშიც მიიღონ მონაწილეობა, თუ ამის საჭიროება შეიქმნება.