„ჰეზბოლას“ სირიიდან იარაღი გამოაქვს

  12:38:59     25-06-2011

ლიბანში მოქმედი რადიკალური შიიტურის მოძრაობის, „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობამ, სირიის საიდუმლო საცავებიდან , საკუთარი შეიარაღების გამოტანა დაიწყო. როგორც ირკვევა, ორგანიზაციას ბაშარ ასადის ხელისუფლების დაცემის და იქ დასავლური სამხედრო ძალების შესვლის ეშინია და იარაღის უფრო საიმედო ადგილას გადამალვას ცდილობს.

ფრანგული გაზეთის, „ფიგაროს“ ცნობით, დასავლური სპეცსამსახურების მონაცემებით, უკანასკნელ კვირას, სირიისა და ლიბანის საზღვარი, იარაღით დატვირთულმა საბარგო მანქანებმა რამდენჯერმე გადაკვეთეს. ვარაუდობენ, რომ „ჰეზბოლა“, პირველ რიგში, ლიბანში რაკეტებს გადაიტანს, რადგან ის ისრაელთან ახალი კონფლიქტის შემთხვევაში დასჭირდება.