ხაჭოს ხინკალი
12:37:45     25-06-2011
მასალა:
ხაჭო (ახალი) - 500 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
მარილი - გემოვნებით
ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წესით, როგორც ხინკლის ცომი. ხაჭოს გულსართი შეიძლება მოვამზადოთ შემდეგნაირად: ავიღოთ ახალი ხაჭო, დავზილოთ, შევაზავოთ კვერცხით, მარილით. ცომი გავაბრტყელოთ, შუაგულში დავდოთ თითო სუფრის კოვზი გულსართი, მოვუკრათ პირი და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. სუფრაზე მიტანისას ცალკე მივიტანოთ კარაქი ან არაჟანი.