ნამცხვარი ყველით

  12:36:36     25-06-2011

მასალა:

3 სუფრის კოვზი ფქვილი

 2 ჭიქა რძე

 50 გრამი კარაქი

 3 ჭიქა გახეხილი ყველი

 1 ცალი კვერცხი

 2 კვერცხის გული ცალკე

 10 გრამი საფანელი

ფქვილი მოვხრაკოთ კარაქში ღია-ყვითელი ფერის მიღებამდე, შევურიოთ რძეს და ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ გახეხილი ყველი, გადავურიოთ, ჩავახალოთ კვერცხი, ათქვეფილი კვერცხის გულები, კვლავ დავდგათ ცეცხლზე და კარგად ვთქვიფოთ მანამდე, სანამ დუღილს არ დაიწყებს. შემდეგ მიღებული მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილოთ, დავასხათ კარაქწასმულ და საფანელმოყრილ ტაფაზე, დავჭრათ პორციებად და ვაცხოთ მზადყოფნამდე.