ელინგტონის „ამერიკული მუსიკა“
12:35:13     25-06-2011
დიუკ ელინგტონი, ამერიკელი კომპოზიტორი, პიანისტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ჯაზის ისტორიაში, 1899 წელს დაიბადა. ელინგტონის, როგორც კომპოზიტორისა და ბენდის ლიდერის, რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მუსიკის თემატური ვარიაციების ბესტსელერებად ქცევის გამო.
ელინგტონი საკუთარ სტილსა და ხმოვანებას „ამერიკულ მუსიკას“ უწოდებდა, ჯაზის ნაცვლად. უყვარდა იმ მუსიკოსების შესახებ საუბარი, ვინც მას მოხიბლავდა, როგორც პროფესიონალი. მათ შორის მრავალი მის ორკესტრში იყო და ზოგიერთი თავად მოიაზრებოდა ჯაზის გიგანტთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ელინგტონის თანაგუნდელთა დიდი ნაწილი თვალსაჩინო დამოუკიდებლადაც იყო, მაინც სწორედ ელინგტონის დამსახურება იყო, ამ უკანასკნელთა წარმოჩენა ყველაზე განთქმულ საორკესტრო გუნდში, ჯაზის ისტორიაში.