"კაფეში შევარდა და ორი ადამიანი დაჭრა" - რა მოხდა "მეიდანთან" გუშინ?
13:53:00     22-11-2018
დრონი.ჯი-ს ინფორმაციით გუშინ თბილისში, მეიდანზე, ერთ-ერთი კაფეში ორი ახალგაზრდა მძიმედ დაჭრეს.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პირი, რომელიც კაფეში შევარდა და იარაღიდან გაისროლა, დაკავებული არ არის.
შსს-ში დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ადამიანი ნამდვილად დაჭრეს.
შსს-ში იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც დაჭრა უამრავი მოწმის თვალწინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია რამდენიმე ვიდეო-კამერაც.
თუმცა, როგორც ჩანს, მინისტრ გახარიას მეორე ტურის წინ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე დამნაშავეების დევნა-დაკავებაა.
„ორი ადამიანია დაჭრილი და გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: 19-109 -ე, რომელიც ითვალისწინებს განძრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს“ - აცხადებენ შსს-ში.