უძველესი კინოფესტივალი მსოფლიოში
12:02:28     24-06-2011
ვენეციის კინოფესტივალი უძველესი კინოფესტივალია მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს. აქედან მოყოლებული, ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოში ან ადრეულ სექტემბერში, კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინო ფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბიენალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ზეიმი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება სტერეოტიპების მსხვრევას.