„საიმპერატორო“ ოპერა

  11:59:39     24-06-2011

პეკინის ოპერა ტრადიციული ჩინური თეატრის ფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია მუსიკა, ვოკალური შესრულება, პანტომიმა, ცეკვა და აკრობატიკა.
გაჩნდა გვიან, XVIII საუკუნეში, ხოლო XIX საუკუნეში სრულად ჩამოყალიბდა და აღიარებულ იქნა. ეს ფორმა განსაკუთრებით პოპულარული იყო ქინის დინასტიის საიმპერატორო კარზე და დღეს ჩინეთის ერთ-ერთ კულტურულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
მთავარი საშემსრულებლო დასები პეკინსა და ტიანძინში იმყოფება ჩრდილოეთით, და შანხაიში სამხრეთით. ხელოვნების ეს ფორმა, ასევე, პოპულარულია ტაივანში და გავრცელებულია აშშ-სა და იაპონიაშიც.