
შვედეთში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
11:42:16     16-11-2018
გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. გარდაცვლილის დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთნენ.