სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
13:29:05     12-11-2018
სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს მიუვიდათ ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები. მისი თქმით, ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან.