დუგლას ბუტი რომეოს როლს შეასრულებს
10:09:24     23-06-2011
შექსპირის კლასიკური პიესის ახალ ეკრანიზაციაში, რომეოს როლს დუგლას ბუტი შეასრულებს. ფილმის რეჟისორი კი კაროლო კარლეი იქნება. „ვარიეტის“ ინფორმაციით, ქალის მთავარი როლი კინოსურათში, 14 წლის ჰეილი სტაინფელდს ერგო.
19 წლის ინგლისელმა ბუტმა 300 სხვა მსახიობს აჯობა, რომლებიც ამ როლის პრეტენდენტებად ითვლებოდნენ. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ასევე: ედ ვესტვიკი, ჰოლი ჰანტერი და კოდი სმიტ-მაკფი. ჰოლი ჰანტერი ჯულიეტას ძიძის როლს შეასრულებს, ხოლო სმიტ-მაკფი - ბენვოლიოს.
როგორც უცხოური პორტალები იუწყებიან, რეჟისორი კარლო კარლეი, „რომეო და ჯულიეტას“ წყაროსთან მაქსიმალურად მიახლოვებულად გადაიღებს. ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს, იტალიაში დაიწყება.