სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
17:14:14     07-11-2018
სენაკში ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები. ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. თუმცა სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.