ქათამი საწებელში

  10:03:21     23-06-2011

მასალა:

1 ცხიმიანი ქათამი (სასურველია 1 კილოგრამი წონის)

3-4 კბილი ნიორი

¼ ლიტრი რძე

ქათამი გავასუფთავოთ და გამოვშიგნოთ, მოვხარშოთ მარილიან წყალში ნახევრად მზადყოფნამდე, ამოვიღოთ ბულიონიდან და შევაგრილოთ. რძე და წვრილად დაჭრილი ნიორი გავაცხელოთ ქოთანში, ქათამი დავყოთ პორციებად და ჩავდოთ მომზადებულ სოუსში. მსუბუქად მოვშუშოთ, რომ ხორცი დარბილდეს.