სფეისის განახლებული ვერსია - რა შეცვალა სრულად ციფრულმა ბანკმა?

  17:04:52     31-10-2018

ცოტა ხნის წინ ქართულ საბანკო ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელმაც თავიდანვე დააინტერესა მომხმარებელი და ტრადიციული მომსახურების ციფრული ალტერნატივები შესთავაზა. „ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია.“ - აცხადებს სფეისის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

ოქტომბერში აპლიკაციის განახლებული ვერსია გამოვიდა, სადაც სწორედ მომხმარებლის მოთხოვნები აასრულა სფეისმა:

·         შესაძლებელი გახდა პასპორტით რეგისტრაცია

·         ინდ. მეწარმეებს მიეცათ საშუალება აპლიკაციის მოხმარების

·         დაემატა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფუნქცია

·         უკვე გამოჩნდა ტრანზაქციების ისტორია

·         გამარტივდა სესხის აღების პროცესი და ასევე ბარათის გააქტიურების.

ამ სიახლესთან ერთად სფეისმა დაასრულა ბეტა ტესტირების ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ საინტერესო სიახლეების რაოდენობა კიდევ მოიმატებს.

რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი მიზანია გახდეს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი.

ამ ეტაპზე სფეისი მომხმარებელს სთავაზობს:

·         ანგარიშის გახსნას მობილურის საშუალებით

·         კომუნალურების გადახდას საკომისიოს გარეშე

·         მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით თანხის გადარიცხვას

·         ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმას

·         სფეის ბარათის შეკვეტას სახლში მიტანის სერვისით

·         Online sesxi წინასწარ დამტკიცების გარეშე

სფეისის გუნდი ყველაზე მეტად მომხმარებლის კომენტარებს და რეკომენდაციებს აკვირდება, რათა სწორედ მათი მოთხოვნის შესაბამისად შეცვალონ და გააუმჯობესონ აპლიკაცია.