
წინანდლის ისტორიულ მამულში ახალი 5 ვარსკვავიანი სატუმროს პრეზენტაცია გაიმართა
18:46:27     27-10-2018
წინანდლის მამულში აშენებული სასტუმრო პირველია რადისონის სასტუმროებს შორის, რომელიც იმთავითვე ამ ბრენდით აშენდა. ქოლექშენის სხვა სასტუმროებს რებრენდინგის შედეგად მიენიჭა ამ ელიტარული სასტუმრო ქსელის ბრენდი. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, განსაკუთრებულ ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული ახალი სასტუმრო ჰარმონიულად ერწყმის ძველ ისტორიულ ნაგებობებს და განახლებული ისტორიული კომპლექსის ნამდვილი მარგალიტია.
5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი. 1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიულიკომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის. 2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის მამულში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დაარსდა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებს მიიღებს მუსიკალური აკადემია. ჩამოყალიბდება პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად გამართავს კონცერტებს. ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი.
„წინანდლის მამული ყოველთვის იყო ქართული კულტურის და განათლების კერა, დაკავშირებული ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელთან, ვინც უამრავი რამ გააკეთასაქართველოსთვის; ეს კარ-მიდამო არის ადგილი საიდანაც ხდებოდა მოწინავე იდეების გაჟღერება. დღეს შედგა ახალი სასტუმროს პრეზენტაცია, რომელიც ამ ადგილს კიდევ უფრო მომხიბლველს გახდის ტურისტებისთვის, აქ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ქვეყნის ჰუმანიტარულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი, მაესტრო ნოზედა, რომელიც წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია“ - განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. წინანდლის მამულში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობას და ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის, რომლის თანახმად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად, რაც ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდას.