"თუ დანაშაული მართლა ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ბავშვის მშობლებისთვის ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა"

  16:31:00     27-10-2018

თუ დანაშაული მართლა ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ბავშვის მშობლებისთვის ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა, თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს, - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის დედა, ნუნუ გრიგალაშვილი. ინფორმაციას 1Tv.ge ავრცელებს.

ნუნუ გრიგალაშვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა სხვა ადამიანის ჩადენილი იყოს.

„ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. ამ ბავშვს არც იცნობდა, არც შეხება ჰქონდა. მეც გაურკვევლობაში ვარ. შესაძლებელია, სულ სხვა იყოს დამნაშავე. სავარაუდოდ, ჩემს შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. თუ მართლა მაგან გააკეთა, იმ მშობლების წინაშე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა და თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია მიიღო“, - თქვა გრიგალაშვილმა.