ჰაკერებმა საქართველოს რკინიგზის ვებგვერდი გატეხეს
13:53:08     27-10-2018
ჰაკერებმა საქართველოს რკინიგზის ვებგვერდი გატეხეს.
ამ დროისთვის ვებგვერდი გათიშულია და Google-ის საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ ის დაჰაკეს. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ IT სამსახური ხარვეზის გამოსწორებას ცდილობს. მათივე თქმით, სპეციალური ჯგუფი მუშაობს იმის დასადგენად, რომელი ქვეყნიდან შეაღწიეს სპეციალისტებმა და როგორ მოხდა საქართველოს სტრატეგიული ობიექტის ვებგვერდის გატეხვა.