რა კავშირი აქვს სოზარ სუბარს 8 წლის ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულთან?

  14:44:44     26-10-2018

Presa.ge-მ არქივიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გორში მომხდარი, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პირს, იაგო ნებიერიძეს 2004 წელს მაშინდელი სახალხო დამცველი - სოზარ სუბარი მფარველობდა. სუბარი, უფლებადაცველის ამპლუაში, დღეს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს აქტიურად იცავდა.

არქივში ვკითხულობთ:

„სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავს. 10 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში გიორგი არაყიშვილმა 22 წლის იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა.

დაკავებული აცხადებდა, რომ ის ბრალის აღიარების მიზნით, გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. ამასთან, მას დაემუქრნენ, თუ ამ ფაქტს გაახმაურებდა სასტიკად გაუსწორდებოდნენ.“

აღსანიშნავია, რომ ნებიერიძემ 2004 წელს არასრულწლოვანი გაიტაცა და მშობლებისგან თანხას ითხოვდა. იმ დროინდელი საქმის დეტალებზე ადვოკატი მამუკა ნოზაძე ავრცელებს ინფორმაციას:

„იაგო ნებიერიძე, რომელიც დაკავებულია გორში მოკლული ბავშვის ბრალდებით, პირველად არ არის დაკავებული. 2004 წელსაც იყო დაკავებული არასრულწლოვან ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით და მშობლებისგსნ ითხოვდა თანხას. იაგოს მამა ფარეხს უშენებდა იმ ოჯახს, რომლის ბავშვიც გაიტაცეს. იაგო ნებიერიძეს იცავდა ამჟამად პატიმრობაში მყოფი ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე. ბავშვი, ზაქრო ბერძნიშვილი გაიტაცეს და ვერ იპოვეს საერთოდ.იაგო ნებიერიძე მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამრთლეს. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სასამართლომ გაამართლა“, - აღნიშნავს მამუკა ნოზაძე.

შეგახსენებთ, 34 წლის იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს. გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირას ადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია შს სამინისტროს არ გაუვრცელებია.