მოკლული გოგონას ახლობელი: ბავშვი სავარაუდოდ, გაგუდა, ყელზეც აქვს დაზიანებები

  13:22:18     26-10-2018

მეზობლების ინფორმაციით, გორში მოკლულ 8 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი.

„როგორც ამბობენ, სამართალდამცავებმა ურიკის კვალიც ნახეს. იმ სახლის მეზობლად მცხოვრებთა თქმით კი, ადრეც შეუმჩნევიათ ეს ნაძირალა ურიკით, როდესაც სამშენებლო ნაგავს ყრიდა - იქვე ახლოს ნაგავსაყრელია. ვვარაუდობთ, რომ ბავშვის ცხედრის გადაგდება წყალში უნდოდა, მაგრამ ჩვენ ვეძებდით, ვეძახდით და ჩვენმა ხმაურმა შეუშალა ხელი. ბავშვი, სავარაუდოდ გაგუდა, რადგან გვითხრეს, რომ ყელზეც აქვს დაზიანებები. პატარა აწამა და მოკლა, განა ასეთი ადამიანი სასიცოცხლოა?!", - განუცხადა kvirispalitra.ge-ს ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ტელეფონში 8 წლის გოგონას ფოტოები იპოვეს, რაც საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა.