გორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

  15:06:14     24-10-2018

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 

დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ის სავარაუდოდ ბასრი საგნით დაჭრეს.

ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.