ანა ნაცვლიშვილის მამა: სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, მეგონა, სინანულის გრძნობა აწუხებდათ
12:48:20     23-10-2018
ვიცოდი რომ ახალს არაფერს იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი, - ასე გამოეხმაურა თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამის, ზაქარია გრიგალაშვილის ჩვენებას.
როგორც ის განმარტავს, ბრალდებულის ოჯახის წევრების ჩვენება მისთვის გამაღიზიანებელი იყო.
"მე მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ, არც კი მოუსამძიმრებიათ, ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს", - აცხადებს ნაცვლიშვილი.
როგორც ის განმარტავს, ზაქარია გრიგალაშვილის შსს-დან წამოსვლა მისთვისაც მოულოდნელი იყო და დღეს, პროცესის მსვლელობისას გაიგო.
"როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა, რა მოხდა იქ უკვე აღარ ვიცი", - აცხადებს ნაცვლიშვილი.