სიყვარულის ლაბორატორია- საინტერესო რჩევები ურთიერთობის ექსპერტებისგან

  11:42:27     23-10-2018

ურთიერთობების ექსპერტი დოქტორი ჯონ გოტმანი და მისი გუნდი ვაშინგტონის უნივერსიტეტში "სიყვარულის ლაბორატორიაში" 3000-ზე მეტ წყვილს სწავლობენ.

როგორც ექსპერტი აცხადებს, მას შეუძლია პროგნოზირება 90% სიზუსტით დარჩება თუ არა წყვილი ერთად.
მაგრამ, თუ პერსპექტივა არ ჩანს თქვენი ურთიერთობის, პირველადი შეხედულებების შესწავლის შემდეგ, არ იდარდოთ.

წყვილებს შეუძლიათ თავიანთ ურთიერთობას გაუფრთხილდნენ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ უმკურნალონ ერთმანეთის გულებს.
ექსპერტების მიერ შესწავლილი წყვილები აღნიშნავენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია- საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

მკვლევარები წყვილებს რამდენიმე რჩევას აძლევენ, რომელიც მათ ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
ისაუბრეთ ყველა თემაზე ერთმანეთთან, იაზროვნეთ ერთად, იყავით კომუნიკაბელურები, არ შეუზღუდოთ ერთმანეთს გადაწყვეტილებეის მიღების საშუალება, თუმცა განიხილეთ ერთად ნებისმიერი არჩევანი.

არ ისაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავზე, მიეცით თქვენს პარტნიორს საშუალება თავისი გრძნობები გამოხატოს.
გქონდეთ ერთმანეთის მიმართ მადლიერების განცდა, არ შეეცადოთ ერთმანეთის დამცირებას.