თეთრი ლობიოს სალათა
14:25:52     21-06-2011
მასალა:
300 გრამი თეთრი ლობიო
1 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
ღვინის ძმარი
ტომატ-პასტა
ნიორის კბილი
2 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი
1 ცალი ბულგარული წიწაკა
2 სუფრის კოვზი არაჟანი
პილპილი, მარილი
ლობიო მთელი ღამით დავდგათ წყალში, შემდეგ ვშუშოთ დარბილებამდე მცირე რაოდენობის წყალსა და ცხიმში (მარცვლები არ უნდა ჩაიხარშოს). ჯერ კიდევ თბილ ლობიოს დავამატოთ კარაქი, ტომატ-პასტა, ღვინის ძმარი, გატარებული ნიორი და გახეხილი ხახვი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. შეიძლება არაჟნის დამატებაც. სალათი სუფრაზე ცივი უნდა მივიტანოთ.