საკურა, რომელიც ტრადიციულად, გაზაფხულზე ყვავის, მოულოდნელად შემოდგომაზე აყვავილდა

  12:27:45     18-10-2018

იაპონური საკურა, რომელიც ტრადიციულად, გაზაფხულზე ყვავის, წელს მოულოდნელად შემოდგომაზე აყვავილდა. აღნიშნული ფაქტი უცხოელმა ტურისტებმა შენიშნეს. 

მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი რამ წარსულშიც მომხდარა, თუმცა წელს საკურას აყვავება სავარაუდოდ, ქარიშხლებს უკავშირდება. ძლიერმა ქარმა ალუბლის ხეებს ფოთლები შემოაცალა, რამაც სავარაუდოდ, ხის დროზე ადრე აყვავება განაპირობა. ასევე, ამას ხელი შეუწყო უჩვეულოდ თბილმა ამინდმაც.

სპეციალისტების ინფორმაციით, რომ საკურას დროზე ადრე აყვავება, გაზაფხულის სეზონის ყვავილობას ხელს არ შეუშლის.