მესტიაში, მდინარე მულხურაში რუსეთის მოქალაქე დაიხრჩო

  17:58:54     17-10-2018

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში 35 წლის ქალი დაიხრჩო. გარდაცვლილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. 

არსებული ინფორმაციით, ტურისტი ჯომარდობისას დაიღუპა.

ცხედარი მესტიის საავადმყოფოში გადაასვენეს. უახლოეს საათებში გარდაცვლილს ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.