ბენი გუდმენი - „კლარნეტის პატრიარქი“
10:19:22     21-06-2011
ბენი გუდმენი ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი, ცნობილია „კლარნეტის პატრიარქი“. დაიბადა ჩიკაგოში, პოლონეთიდან ემიგრირებული ღარიბი ებრაელების ოჯახში. თორმეტიდან მეცხრე შვილი იყო და მაქსუელ სტრიტის უბანში ცხოვრობდა.
მამამისი, დევიდ გუდმენი, მკერავი იყო ვარშავიდან, დედა, დორა რეზინსკი კი — კაუნასიდან. მისი მშობლები ბალტიმორში, მერილენდში, შეხვდნენ და ჩიკაგოში ბენის დაბადებამდე გადავიდნენ.
როცა ბენი 10-ს გახდა, მამამისმა, მის ორ უფროს ძმასთან ერთად, მუსიკის გაკვეთილებზე შეიყვანა ჰელელა იაკობის სინაგოგაში. მომდევნო წელს კი, ვაჟთა გუნდს შეუერთდა ჯეინ ადამსის სკოლაში, სადაც მას გაკვეთილებს ჯეიმზ სილვესტერიც უტარებდა. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო ფრანც შოეპთან კლარნეტის გაკვეთილები.
16 წლისა უკვე ჩიკაგოს საუკეთესო ბენდებში უკრავდა, მათ შორის ბენ პოლაკის ორკესტრში. პოლაკთან გუდმენი 1929 წლამდე დარჩა, თუმცა, პარალელურად, სხვა ცნობილ შემსრულებლებთანაც თანამშრომლობდა.