იცხაკ პერლმანი - ვირტუოზი მევიოლინე

  10:14:20     21-06-2011

ებრაელ-ამერიკელი ვირტუოზი მევიოლინე, დირიჟორი და მუსიკალური პედაგოგი იცხაკ პერლმანი, 1954 წელს დაიბადა.

პერლმანის დაბადების ადგილი თელ-ავივია. მომავალი ვირტუოზი ვიოლინოთი პირველად მაშინ დაინტერესდა, როდესაც ბავშვობაში რადიოში კლასიკურ სავიოლინო ნაწარმოებს უსმენდა.

მოგვიანებით სწავლა თელ-ავივის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდა. სწავლობდა ჯულიარდის სკოლაში ივან გალამიანთან და დოროტი დელაისთან. მისი, როგორც მუსიკოსის დებიუტი 1963 წელს შედგა, პრესტიჟულ „ლევენთრით“-ის შეჯიბრებაში კი 1964 წელს გაიმარჯვა.

პერლმანმა შემდგომ მალევე დაიწყო ტურები, რის შემდეგაც ის შემთხვევით გამოჩნდა ამერიკულ ტელევიზიაში, 1970 წელს იღებდა ისეთ გადაცემებში მონაწილეობას, როგორებიცაა „The Tonight Show“ და „Sesame Street“.