უნიკალური ვენეციის აკადემიის გალერეა
10:13:06     21-06-2011
ვენეციის აკადემიის გალერეა ვენეციაში, უბრალოდ, ცნობილია, როგორც აკადემია. ის 1800 წლამდე პერიოდის ხელოვნების გალერეაა იტალიაში. საფუძველი ჩაეყარა 1807 წელს. გალერეის კოლექცია იქმნებოდა ვენეციის ნატიფი ხელოვნების აკადემიის დაარსების (1750) შემდეგ, აკადემიის ორგანიზატორების პიაცეტასა და ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოს ინიციატივით.
გალერეაში წარმოდგენილია იტალიის XIV-XVIII საუკუნეების და განსაკუთრებით, ვენეციური სკოლის მხატვრობა (ჯაკოპო, ჯენტილე და ჯოვანი ბელინები, ვიტორე კარპაჩო, ჯორჯონე, ტიციანი, პაოლო ვერონეზე, ჯაკოპო ტინტორეტო, ჯაკოპო ბასანო და სხვა).