
მთავარ პროკურატურაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს კითხავენ
17:26:23     15-10-2018
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა, შესვლისას მედიასთან კომენტარი აღარ გააკეთა.
მან დღეს „რუსთავი 2“-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი.