კვლევა: ბევრი ძილიც თავის ტვინს აზიანებს

  12:25:54     12-10-2018

კანადელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ძილთან დაკავშირებული კვლევის შუალედური მონაცემები.

კვლევა ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. შედეგების მიხედვით, ტვინისთვის აუცილებელია, რომ ადამიანმა დღე-ღამის განმავლობაში 7-8 საათი იძინოს. მეცნიერები ამბობენ, რომ ბევრი ძილიც თავის ტვინს აზიანებს.

კვლევაში სულ 40 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. იმ ადამიანებს, რომლებსაც 7-8 საათი ეძინათ, მათი თავის ტვინი საუკეთესოდ მუშაობდა. გაირკვა, რომ ძილის ნაკლებობა ან მისი მომეტებული ხანგრძლივობა არღვევდა თავის ტვინის იმ ფუნქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ვერბალურ მეტყველებასთან და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებასთან.
გენეტიკოსები თვლიან, რომ ძილის ხარისხზე მძინარე ადამიანის ფორმაც მოქმედებს.