
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს - 24 წლის ქალი სავარაუდოდ მოკლულია
10:16:19     12-10-2018
საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.