მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლიდან 240 ლარი იქნება

  14:21:36     11-10-2018

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის პირველი იანვრიდან 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

პენსიის გაზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს.

დასახლებებში, რომლებიც არ სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, პენსია 200 ლარამდე იზრდება.