შსს-მ ტაქსის მძღოლზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  09:49:57     08-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს - 1978 წელს დაბადებულ ს.გ.- ს ცივი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.