გლენ ჰიუზი – „როკის ხმა“
11:11:55     20-06-2011
ინგლისელი ბას გიტარისტი და მომღერალი გლენ ჰიუზი, ასევე ცნობილია, როგორც „როკის ხმა“. 1960-იანი წლების ბრიტანული პანკპროკ ჯგუფის „Finders Keepers” ლიდერი, შემდეგ უკრავდა ჯგუფ „Trapeze“-ში. 1980-იან წლებში იყო „ბლექ საბათის“ წამყვანი მომღერალი. დევიდ კოვერდეილთან ერთად უკრავდა ლეგენდარულ ჰარდ როკ ჯგუფ „დიფ ფარფლში“. 1976 წელს, დიფ ფარფლის დაშლის შემდეგ, ჰიუზმა დაიწყო სოლო კარიერა.
1980-იან წლებში, გლენ ჰიუზმა ალბომები ჩაწერა ისეთ ჯგუფებსა და მუსიკოსებთან როგორიცაა: გარი მური, ბლექ საბათი, მაგრამ 1980-იან წლების ბოლოს ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებამ ჰიუზი ჩამოაშორა მუსიკალურ კარიერას. გლენი მხოლოდ 1990-იან წლებში დაუბრუნდა სცენას. 1999 წელს ჰიუზმ ტეხასში მოაწყო ტომი ბოლინისადმი მიძღვნილი ტურნე, სადაც ტომის ძმა ჯონისთან ერთად (დასარტყამი ინსტრუმენტები) შეასრულა ტომი ბოლინის სიმღერები.
2005 წელს, თავის ძველ მეგობართან ჯგუფ ბლექ საბათის გიტარისტ ტონი აიომისთან ერთად ჩაწერა ალბომი „Fused“.