„სვეტის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

  17:33:21     05-10-2018

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გივი ჯიბლაძის და თორნიკე ჯანელიძის ადვოკატების თხოვნა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე ბრალს არ აღიარებენ. გამოძიება მათ მენაშენეების მილიონობით ლარის უკანონო დაუფლებას ედავება.