ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა

  15:07:11     05-10-2018

BFMTV-ის ინფორმაციით, ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.

64 წლის მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა. მას უკვე ერთი კვირაა ვერსად უკავშირდებიან.