ჯუდი ვაისი და მისი „Vivo per lei“

  11:10:12     20-06-2011

ჯუდი ვაისი პოპულარული გერმანელი მომღერალია არამარტო გერმანიის, არამედ ევროპის მასშტაბითაც. მომღერალი 1072 წელს დაიბადა. იგი ცნობილი გახდა 1996 წელს ანდრეა ბოჩელთან ერთად შესრულებულ სინგლით „Vivo per lei“ (სიცოცხლე შენთვის).

ჯუდიმ 5 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. 8 წლის ასაკში კი კონსერვატორიაში ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი და ზრდასრულობის ასაკში ასეც მოიქცა. დაამთავრა ბერლინის კონსერვატორია, სასიმღერო ინსტრუმენტალური განხრით, ასევე – ჰანს ეისლერის მუსიკის აკადემია. ჰყავს ქალიშვილი რომელიც დაიბადა 2000 წელს.