შინდის მურაბა
10:21:39     20-06-2011
მასალა:
შინდი - 1 კილოგრამი
შაქარი - 1 კილოგრამი
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
შინდი გადავარჩიოთ და გავრეცხოთ. ჭურჭელში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი; მოვათავსოთ შიგ მომზადებული შინდი და მოვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.