ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი დააკავა
13:04:03     03-10-2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დააკავა.
კომპანია „სვეტს“, შეჩერებული მშენებლობების გამო, ბოლო დროს ბევრი დაზარალებული ჰყავს და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.