
„თეგეტა მოტორსის“ ახალი შეთავაზება!
11:11:20     02-10-2018
თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ აქციას, პრემიუმ კლასის Shell -ის ბრენდის ძრავის ზეთზე. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ყოველი 4 ან მეტი ლიტრი Shell-ის ბრენდ საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემა 1 ლიტრი იგივე ტიპის ზეთი, აქცია ვრცელდება Shell Helix Ultra-ს, HX8 (5W30, 5W40) და HX7 (5W30, 5W40) მსუბუქი ავტომობილის ძრავის ზეთებზე. ამასთანავე 30%-მდე გარანტირებული თანხა, ქულების სახით დაგერიცხებათ „თეგეტა ქარდზე“. აქცია მოქმედებს 12 ოქტომბრის ჩათვლით როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.
Shell არის ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მომწოდებელი კომპანია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის ზეთი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell უკვე მეცხრე წელია დასახელებულია ნომერ პირველ ბრენდად მსოფლიო მასშტაბით. მისი საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.
„თეგეტა მოტორსი“
პირველი ქართული
კომპანია გახლავთ
ავტოინდუსტრიაში, რომელიც
საქართველოს ფარგლებს
გასცდა და
საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში
გახსნა. კომპანია
1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე,
ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას
და 23 წელია
მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის
პოზიციას. კომპანია
ემსახურება 250 000-მდე
რეგისტრირებულ საცალო
და 20 000–მდე
კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ
შეიძინოთ მსოფლიოში
წამყვანი 300-მდე
ბრენდის უმაღლესი
ხარისხის პროდუქცია,
როგორებიც გახლავთ:
Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs,
Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და
სხვა.