სამხრეთ კორეელებმა სამგზავრო თვითმფრინავს ესროლეს

  12:16:46     18-06-2011

სამხრეთ კორეის საზღვაო ქვეითებმა საკუთარი ქვეყნის სამგზავრო თვითმფრინავს ესროლეს. როგორც გაირკვა, სამხედროებმა შეცდომით ის ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავად მიიჩნიეს.

შემთხვევა, სადავო-სასაზღვრო მონაკვეთში, ყვითელ ზღვაში მოხდა. ავიალაინერს დაზიანება არ მიუღია და 119 მგზავრიდანაც არავინ დაშავებულა. ქვეითები კა-2-დან ათი წუთის განმავლობაში აწარმოებდნენ სროლას. მოგვიანებით, სამხედროებმა საკუთარი საქციელი იმით ახსნეს, რომ თვითმფრინავი ჩვეული მარშრუტით არ გადაადგილდებოდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო. ამის შემდეგ, სამხრეთ კორეის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურობამ განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ჩვეულებრივ სწავლებებს, ახალი გაკვეთილები დაემატება, სადაც ჯარისკაცებს აუხსნიან, თუ როგორ უნდა განასხვავონ სამგზავრო თვითმფრინავი სამხედროსაგან.